8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F13210WD გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

ტრაქტორის/დამტვირთველის ოპერატორი - რეზერვი

საქართველოს ცემენტის კომპანია გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ტრაქტორის/დამტვირთველის (რეზერვი) ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი

სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა გამოძახების შემთხვევაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მასალის დროული დატვირთვის უზრუნველყოფა;

** ცვლის მანძილზე ტექნიკის პერიოდული დათვალიერება;

** დამტვირთველის ტექნიკური მომსახურება (გარეცხვა, დაფერთხვა, შეზეთვა);

** ქარხნის ოპერატორთან მუდმივ კავშირზე ყოფნა;

** მომხდარი ინციდენტების შესახებ საქმის კურსში უშ. ხელმძღვანელის, ქარხნის ოპერატორის, უსაფრთხოების სამსახურის ჩაყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმოში მუშაობის გამოცდილება სასურველია;

** ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლიანობა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობა;

** კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** კომფორტული სამუშაო გარემო.

კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 15 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: დამტვირთველის ოპერატორი-რეზერვი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ცემენტის კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის