Business Intelligence Manager
საქართველოს ბანკის საკრედიტო ოპერაციების მიმართულებაში, ვეძებთ Business Intelligence მენეჯერს.
ძირითადი ფუნქციები: - პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა, საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;
- მიმართულების საჭიროებებზე მორგებული პერიოდული (დღიური, კვირეული, თვიური) ანგარიშგებებისა და ავტომატიზებული დეშბორდების შექმნა და მხარდაჭერა (Power BI-ის გამოყენებით);
- ბიზნესპროცესების ეფექტიანობის, შესრულების ვადების (SLA) და შეფერხებების ანალიზი; პროცესების ოპტიმიზაციისთვის მონაცემებზე დაფუძნებული ცვლილებების ინიცირება;
- მონაცემთა ბაზებიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება, SQL მოთხოვნებისა და პროცედურების შემუშავება;
- მიმართულების საბონუსე სქემების შემუშავებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და შესაბამის სტრუქტურებთან (HR / ფინანსური დეპარტამენტი) კოორდინაციით გაანგარიშების უზრუნველყოფა;
- მენეჯმენტისთვის საოპერაციო შედეგებისა და ცვლილებების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
- ანალიტიკური მოდელების დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველი მიმართულებები: მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები);
სამუშაო გამოცდილება: - მონაცემთა ანალიტიკის, დამუშავების ან BI მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან (SQL) მუშაობის გამოცდილება;
- Power BI-ში დეშბორდების შექმნისა და რეპორტინგის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;
- საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ცოდნა და უნარები: - SQL-ის პრაქტიკული ცოდნა;
- Power BI-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- MS Office-ის (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში ამოცანების ეფექტიანად შესრულებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.