9,032 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F1ZV18C3 გამოქვეყნდა 18 სექ 6 ნახვა

ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე

ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე

მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 ნოე

ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე აცხადებს ვაკანსიას მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული პროექტის ვადა: 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მთავარი მიზანი

პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა ობიექტზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ვადების და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა;
  • სამუშაოების პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულების კონტროლი;
  • კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება;
  • გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
  • კონტრაქტორებისთვის სამუშაო დავალებებისა და მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • სხვა სამშენებლო მიმართულებებთან და პროექტის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და დადგენილი წესების დაცვა, ხოლო დარღვევების ან რისკების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისა და/ან მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება.

საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
  • მინიმუმ 4 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
  • სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, (Excel-ის კარგი ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად) ; CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ზეპირი) უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • საჭირო თვისებები: გუნდურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა; პასუხისმგებლიანობა, პრინციპულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV არა უგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა