8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F22D78PD გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ზღვა ლუდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾5000–9000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 13 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

ZGVA LUDI — ჩამოსასხმელი ლუდის სპეციალიზებული მაღაზიების ქსელი, რომელიც აერთიანებს საკუთარ ლუდსახარშ MAXIMUS-სა და პაბების ქსელ MAXIMUS PUB-ს ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს!

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 5000-9000₾ (გამოცდილების შესაბამისად)

ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი

ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის 17ბ

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

** მაღაზიებისა და პაბების გაყიდვების ანალიზი, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მოგების გაზრდის ინიციატივების მომზადება;

** ლოიალობის პროგრამის (CRM) მართვა, მომხმარებელთა ბაზის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ზრდა;

** მარკეტინგული აქციების დაგეგმვა, განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება;

** კომპანიის ბრენდების განვითარება და პოზიციონირება;

** მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის მართვა;

** SMM მენეჯერის, კონტენტ კრეატორისა და მიწოდების აგრეგატორების მენეჯერის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

** გაყიდვების განვითარება მიწოდების აგრეგატორების მეშვეობით;

** მერაჩენდაიზინგის სტანდარტების, პლანოგრამებისა და მაღაზიების ვიზუალური გაფორმების შემუშავება და დანერგვა;

** კონკურენტების, ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;

** რეგულარული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და გაყიდვებისა და მოგების ზრდის ინიციატივების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

** საცალო ვაჭრობის, HoReCa ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** გაყიდვების, მარკეტინგული მაჩვენებლებისა და KPI-ების ანალიზის გამოცდილება;

** CRM სისტემებთან და ლოიალობის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

** გუნდის მართვის გამოცდილება;

** სისტემური აზროვნება, ინიციატივიანობა და ფინანსურ შედეგზე ორიენტირებულობა;

** რუსული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულოა);

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზღვა ლუდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის