8525 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F2H8VTRS გამოქვეყნდა 25 აგვ 18 ნახვა

ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა

სერვისისა და უსაფრთხოების კოორდინატორი - ღამის მორიგე

ჟორდანიას კლინიკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისისა და უსაფრთხოების კოორდინატორი (ღამის მორიგე) თუ გაინტერესებს კლინიკურ გარემოში მუშაობა, სადაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ადამიანების დახმარება მნიშვნელოვანია, გეძლევა შესაძლებლობა გახდე ჩვენი გუნდის წევრი, იმუშაო ღამის ცვლაში და აქტიურად იზრუნო როგორც პაციენტების, ისე კლინიკის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც ღამის ცვლაში პასუხისმგებლობით გაუძღვება მომსახურებისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33; სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 16 საათიანი მორიგეობა (საღამოს 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე); დასვენების დღეების შემთხვევაში- 24 საათიანი მორიგეობა; ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად): - პაციენტების მოძრაობისა და საერთო წესრიგის კონტროლი კლინიკის შიდა სივრცეში; - პაციენტებსა და ვიზიტორებთან თავაზიანი კომუნიკაცია და დამხმარე მომსახურების გაწევა; - სტრესული სიტუაციების დარეგულირება; - ნახვის საათების კონტროლი და ვიზიტორთა ზედამხედველობა; - ვიდეოკამერების მონიტორინგი და საეჭვო აქტივობებზე დროული რეაგირება; - ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება (დაცვა, განათება, კარები, სიგნალიზაცია) და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;

ინციდენტებზე დროული რეაგირება: - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - განათლება: უმაღლესი, საშუალო სპეციალიზირებული ან სტუდენტი; - სასურველია მსგავს პოზიციაზე ან სერვისის სფეროში გამოცდილება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა; - ყურადღება დეტალების მიმართ; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი პაციენტებთან /თანამშრომლებთან და კონფლიქტური სიტუაციების მართვის შესაძლებლობა; - დისციპლინირებულობა

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ ანაზღაურებას; კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მხარდაჭერას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/w6XdpgJd

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჟორდანიას კლინიკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის