8601 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F2J2BRYF გამოქვეყნდა 26 აგვ 17 ნახვა

მრჩეველი

მრჩეველი

სამედიცინო ბიოინჟინერი

მრჩეველი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, სამედიცინო ბიოინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ესმა ონიანის 10

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი);

სამუშაო საათები: 09:00-18:00.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

მივლინებისთვის მზაობა-საზღვარგარეთ და საქართველოში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, ბიოინჟინერიაში, ელექტროინჟინერიაში ან მომიჯნავე სფეროში (მაგისტრის ხარისხი პრიორიტეტულია);

** სამედიცინო/ლაბორატორიული აპარატურის ცოდნა და მართვის უნარი;

** სასურველია მუშაობის გამოცდილება ლაბორატორიაში;

** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული ანალიზატორებისა და სხვა სამედიცინო მოწყობილობების ინსტალაცია, კალიბრაცია, პროგრამული და ტექნიკური მომსახურება;

** ახალი აპარატურის ინსტალაციის, დანერგვისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა;

** აპარატურის გამართული მუშაობის მონიტორინგი და პრევენციული ტექნიკური მომსახურების განხორციელება;

** ტექნიკური გაუმართაობის დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა ან მწარმოებელთან კოორდინაცია;

** აპარატურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისული ჩანაწერების წარმოება;

** ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტაციისა და ტრენინგების ჩატარება;

** აპარატურის მწარმოებლებთან და უცხოელ პარტნიორებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია (ინგლისურ ენაზე)

** სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების ტექნიკური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

** ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა და ტექნიკურ აუდიტებში მონაწილეობა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;

** სხარტი აზროვნების უნარი;

** პასუხისმგებლიანი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მრჩეველი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის