9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

F2NHPK6K გამოქვეყნდა 13 ოქტ 42 ნახვა

ფარმაცევტი/ფარმაცევტის თანაშემწე

ლურჯი ჯვარი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სააფთიაქო ქსელი "ლურჯი ჯვარი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში.

თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა;
  • ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით;
  • მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად;
  • ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვევო პაკეტი;
  • ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე ან დაგვიკავშირდით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა