პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ მუდმივად მზარდი კომპანიის კრეატიული გუნდის წევრი, დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. N12,
სამუშაო განაკვეთი: 14-15 სამუშო ღამე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** პურ-ფუნთუშეულის ცხობის პროცესის მართვა, მათ შორის ცხობის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, დროის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში პურ-ფუნთუშეულის გაფორმება, დაჭრა, გასაშვებად მომზადება;
** პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროცესში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პასუხისმგებლობიანობა
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ღამის ცვლის პურ-ფუნთუშეულის მცხობელი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.