მიმტანი-კონსულტანტი
ვასსერშტრასსე აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე მოქნილი სამუშაო განაკვეთით.
ფუნქციები: - რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; - კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ; - შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა; - ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა; - გასაყიდი პროდუქციის ცოდნა; - ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა; - სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება; - სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება; - მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია; - კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით; - სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.
სასურველია: - პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე; - Microsoft Office-ის ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - ორგანიზებული, - პუნქტუალური, - კეთილსინდისიერი, - შრომისმოყვარე, - კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. ან დაგვირეკეთ: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.