ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია FINA დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას.
კომპანია Fina -ში ვეძებთ ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტს.
მნიშვნელოვანია: ეს არ არის სტანდარტული ქოლ-ცენტრის პოზიცია — თქვენ არ გექნებათ შემომავალი ზარების ნაკადი. პოზიცია გულისხმობს დარეგისტრირებულ დავალებებზე მუშაობას, მომხმარებლის საჭიროების გაანალიზებასა და მხოლოდ გამავალი კომუნიკაციით მათთვის კვალიფიციური დახმარების გაწევას.
ძირითადი მოვალეობები
- შემომავალი თასქების/დავალებების შესრულება.
- მომხმარებლებთან გამავალი კომუნიკაცია (Call/Remote Support) — საკითხის დეტალური განხილვა და პროგრამული დახმარება;
- მომხმარებლებისთვის FINA-ს ფუნქციონალის განმარტება და კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება ან სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- FINA-სთან ან მსგავს საბუღალტრო ERP სისტემებთან მუშაობის მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რიცხვებთან, ცხრილებთან და მონაცემებთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას FinTech სფეროში;
- პროფესიულ განვითარებას FinTech სფეროში — შესაძლებლობას, გაიღრმაოთ ცოდნა ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში;
- მხარდამჭერ და გუნდურ სამუშაო გარემოს.
დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ მეილზე.
გისურვებთ წარმატებას!