8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F6XYM1AN გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

AWARD გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

AWARD აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

ორგანიზაცია: შპს,,AWARD’’ მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი - რეგიონები სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)

ძირითადი მოვალეობები: - სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი. - სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. - შრომის უსაფრთხოების შიდა წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის მონიტორინგი. - ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირებების განხორციელება, გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მიზეზების კვლევა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კონტროლი. - თანამშრომლებისა და პროექტებში ჩართული სხვა პირების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი. - თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და პრაქტიკული სწავლებების ორგანიზება და ჩატარება. - მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე თანამშრომელთა დაშვების კონტროლი შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. - ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა და მათი გამოყენების კონტროლი. - მძიმე, მავნე და საშიში პირობების შემცველი სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. - სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების, შესაბამისი ინვენტარისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი. - პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის არსებობისა და ვარგისიანობის კონტროლი. - საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა. - სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. - შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღრიცხვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. - სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა. - კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკებისა და საჭირო ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშგება. - შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, კონტროლისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - სასურველია შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ან შესაბამისი მიმართულებით. - შრომის უსაფრთხოების შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი - სავალდებულოა. - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. - სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. - რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების კონტროლის გამოცდილება. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. - კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 04/10/2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
AWARD
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის