გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

F9F00M4C გამოქვეყნდა 9 ნოე 4 ნახვა

სანტექნიკოსი, სარწყავი სისტემების სპეციალისტი, მებაღე

Pool Care გარე განცხადება
₾1000 / თვეში −68% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,131 ₾ · 39 განცხადება ბოლო ვადა: 2 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "Poolcare" ეძებს პასუხისმგებლობიან სანტექნიკოსს, რომელიც სპეციალიზებულია საკანალიზაციო სისტემების დიაგნოსტიკასა და წმენდაში მაღალი წნევის აპარატის (ჰიდროჭავლი) გამოყენებით. თუ გაქვთ რთულ დაბინძურებებთან გამკლავების გამოცდილება ან გსურთ, შეისწავლოთ ეს სფერო და იმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

მოვალეობები

  • ჰიდროჭავლით წმენდა: მაღალი წნევის წყლის ჭავლის გამოყენებით ცხიმოვანი ნალექების, ფესვების და ნარჩენების მოცილება მილებიდან.
  • ვიდეო დიაგნოსტიკა: კამერების მეშვეობით მილების დათვალიერება, დაზიანების ადგილის ზუსტი განსაზღვრა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
  • პრობლემების იდენტიფიცირება: კანალიზაციის გაჭედვის მიზეზების დადგენა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება (წმენდა, წერტილოვანი შეკეთება თუ მილის სრული შეცვლა).
  • პროფილაქტიკური მომსახურება: კომერციული ობიექტებისთვის (რესტორნები, ქარხნები) გეგმიური წმენდების განხორციელება.
  • აღჭურვილობის მოვლა: სპეციალიზებული ტექნიკის, პორტატული და ჰიდროჭავლური დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები

  • გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება სანტექნიკის ან სადრენაჟო სისტემების მიმართულებით. ჰიდროჭავლის აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. გამოცდილების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე სწავლება.
  • ტექნიკური ცოდნა: სხვადასხვა მასალის მილების (PVC, თუჯი, კერამიკა) სპეციფიკის ცოდნა.
  • ფიზიკური გამძლეობა: რთულ პირობებში მუშაობისა და მძიმე აღჭურვილობის მართვის უნარი.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: მოქნილი

რას გთავაზობთ

  • სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას
  • კორპორატიულ ტელეფონს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

კომპანია "PoolCare" ეძებს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტს.

გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ. დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საინჟინრო პროექტების მომზადება (საირიგაციო, სადრენაჟე და ჰიდროტექნიკური მიმართულებით);
  • ტექნიკური დავალებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება და პროექტირების წინაპირობების განსაზღვრა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
  • საველე გასვლებში მონაწილეობა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
  • პროექტების კორექტირება მიღებული შენიშვნების საფუძველზე;
  • პროექტის ეტაპობრივი ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ჰიდროტექნიკის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • საპროექტო სამუშაოების გამოცდილება (სასურველია სარწყავი/სადრენაჟე სისტემების მიმართულებით);
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და დამუშავების უნარი.

აუცილებელი უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით

ჩვენ გთავაზობთ:

სტაბილურ ანაზღაურებას: 1000 ლარი; სამუშაო გრაფიკს: შეთანხმებით; საინტერესო პროექტებში მონაწილეობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითონ "სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტი".

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "PoolCare" ეძებს მებაღეს.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ poolcare-ს გუნდს და სიამოვნებით აკეთოთ თქვენთვის საყვარელი საქმე. დაგხვდებათ ძალიან კარგი და მეგობრული გარემო, შეძლებთ თქვენი უნარ-ჩვევების განვითარებას ასევე კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

მებაღის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია

  • ბაღისა და ეზოს დალაგება-დასუფთავება
  • ხეებისა და მცენარეების გასხვლა-მოწესრიგება
  • ბალახის დათესვა, საფარის შექმნა და მოვლა
  • წამლობითი სამუშაოების ჩატარება
  • ხეების მოჭრა-გადაბელვა
  • ნარგავების/მცენარეების დათესვა-გადარგვა
  • ბალახის გათიბვა, გაზონის გაკრეჭვა
  • ბილიკებისა და ტერასების მოწყობა
  • გამწვანებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
  • ტერიტორიის დალაგება, ნარჩენების შეგროვება/გატანა და სხვ.

მოთხოვნები

  • მართვის მოწმობა B კატეგორია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • გამოცდილება: სასურველია, გქონდეთ ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გრაფიკი: შეთანხმებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა