უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი ** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** საწყობზე რიცხული მატერიალური ქონების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შენახვის უზრუნველყოფა; ** საწყობში მიღების, შენახვისა და გაცემის მეთოდების გაუმჯობესება და სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დანაკლისისა და არასრული დატვირთვის შემთხვევები; ** ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მისი მდგომარეობის სისტემატური კონტროლი; ** საწყობში შემოსული ქონების შესახებ წერილობით მოხსენება ხელმძღვანელ პირზე; ** საწყობზე რიცხული ქონების დოკუმენტური შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან თვეში ერთხელ, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მატერიალური საშუალებების მიღებისა და გაცემის დოკუმენტების სისწორის კონტროლი; ** საწყობის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების ორგანიზება; ** უზრუნველყოს საწყობის საიმედო დაცვა; ** კომპეტენციის ფარგლებში საწყობში უსაფრთხოების ზომების გატარება; ** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის მიერ ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
მოთხოვნები
განათლება:
** საშუალო ** საშუალო-პროფესიული ** ლოჯისტიკის, სამეურნეო, საწყობო მეურნეობის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული სფერო ** ბაკალავრის ხარისხი
გამოცდილება:
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წლის გამოცდილება სასაწყობო მეურნეობაში; ** ინვენტარიზაციისა და მატერიალური ღირებულებების მართვის გამოცდილება; ** სასურველია განათლების ან სამხედრო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
** შრომის კოდექსისა და საწყობო რეგლამენტების ცოდნა; ** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; ** საწყობო ოპერაციების დაგეგმვა და ორგანიზება; ** მატერიალური ღირებულებების მიღება, შენახვა და გაცემა; ** საწყობო ფართის ოპტიმიზაცია და ეფექტური ორგანიზება; ** მარაგების მართვა და კონტროლი; ** ინვენტარიზაციის ჩატარება და აღრიცხვის წარმოება; ** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის სწორი წარმოება; ** ელექტრონული და ქაღალდის არქივის მართვა; ** ანგარიშგების რეგულარული მომზადება; ** შტრიხ-კოდების სისტემების ფლობა; ** ელექტრონული ინვენტარიზაციის სისტემების გამოყენების ცოდნა.
სხვა უნარები:
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო; ** კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).
ანაზღაურება: 1936 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066