ფილიალის მენეჯერი
Big Day აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქუთაისი, ნიკეას 11ა
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 6 სამუშაო დღე
- 1 დღე დასვენება
- სამუშაო საათები: 16:00-დან ბოლო დაბადების დღის დასრულებამდე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებებისა და დაბადების დღეების შეუფერხებლად წარმართვა
- დარბაზის, ინვენტარისა და სისუფთავის კონტროლი
- სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- ანიმატორებისა და მომსახურე პერსონალის კოორდინაცია
- ღონისძიებების განრიგის კონტროლი
- მომხმარებელთა შეკითხვებსა და პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება
- კომპანიის სტანდარტებისა და წესების შესრულების კონტროლი
- საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- დამატებითი მოთხოვნა
CV-ის გამოგზავნისას კანდიდატმა უნდა მიუთითოს Facebook, Instagram ან LinkedIn პროფილის ბმული.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.