პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

FBPWAW1Q გამოქვეყნდა 10 ნოე 10 ნახვა

საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დეველოპერი

₾10200 / თვეში ბოლო ვადა: 15 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს ვაკანსიას - საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დეველოპერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

კონკურსის ტიპი - სხვა ორგანიზაცია - სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

ორგანიზაციის შესახებ

  • სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
  • ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
  • ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

კატეგორია - ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) განცხადების ბოლო ვადა - 15.11.2026 თანამდებობრივი სარგო: 10200 ლარი ადგილების რაოდენობა - 1 სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქციები

  • ახალი პროგრამული პროდუქტების და სერვისების პროექტირება, პროექტების ინიცირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია),
  • პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა და განაწილება;
  • საინფორმაციო სისტემების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება კომპიუტერის პროგრამული გამართულობის დადგენა;
  • მოთხოვნების და პროგრამული შეცდომების ანალიზი, პრობლემების დიაგნოსტიკა;
  • პროგრამული კოდის შემუშავება, გაუმჯობესება;
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შენარჩუნება/შეცვლა;
  • ფუნქციონალური სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის საიმედოობის უზრუნველყოფა;
  • სისტემების ინსტალაცია, კონფიგურირება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ბიუროსა და ტერიტორიული ორგანოების სერვის ცენტრებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი წვდომა გლობალურ ქსელთან და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება;
  • მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან;
  • შესრულებულ სამუშაოზე, პერიოდული ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან.

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება - უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება - 5 წელი

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ექსპერტიზის ნაწილში)
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ექსპერტიზის ნაწილში)
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
  • საკონტაქტო ტელეფონები: 2258484
  • საკონტაქტო პირი - თინათინ გრიგალაშვილი

დამატებითი მოთხოვნები

  • C# პროგრამირების ენის სიღმისეული ცოდნა, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით
  • ASP .NET WebForms, ASP .NET MVC და WinForms პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
  • .NET Framework .NET Core გარემოში მუშაობის გამოცდილება
  • T-SQL ენის ცოდნა / MSSQL რელაციურ მონაცემთა ბაზის ცოდნა
  • Entity Framework და ADO.NET საფუძვლიანი ცოდნა
  • JavaScript პროგრამირების ენის ცოდნა
  • HTML, CSS მარკაპის ცოდნა
  • REST API და SOAP / WCF მიკროსერვისებთან მუშაობის გამოცდილება
  • ExtJs, Telerik, DevExpress ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური

დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ

შემდეგი დოკუმენტაცია

  • უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიუთითონ რეკომენდატორი;
  • წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;

შეფასების ეტაპზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა