აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანია ეძებს აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტს, რომელიც იქნება ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები: - აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა - სამუშაო პროცესების, შეხვედრებისა და დავალებების დაგეგმვა და ორგანიზება - დავალებების შესრულების კონტროლი და დროული follow-up - გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა - თანამშრომლებთან, კლიენტებთან და ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაცია - მიმდინარე პროექტებისა და სამუშაო პროცესების მონიტორინგი - აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებში
მოთხოვნები: - ქართული და ინგლისური ენების ცოდნა - შესანიშნავი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები - გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი - დავალებების კონტროლისა და შესრულების მონიტორინგის ძლიერი უნარები - პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, აქტიური და დეტალებზე ორიენტირებული - რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი - უძრავი ქონების, ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ხელფასს + საკომისიოს - პროფესიონალურ და დინამიურ სამუშაო გარემოს - კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას - კომპანიის მენეჯმენტთან უშუალოდ მუშაობისა და მენეჯერული უნარების განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV WhatsApp-ზე: +995 555 563 333
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.