9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FD5R24V6 გამოქვეყნდა 29 ოქტ 20 ნახვა

ხაზის კონსულტანტი

ევროპროდუქტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −21% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,259 ₾ · 196 განცხადება ბოლო ვადა: 30 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ევროპროდუქტი" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა.

"ევროპროდუქტი" წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება); ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
  • ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა;
  • ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება;
  • პროდუქციის დახლ-მაცივრებში შესაბამისი წესების დაცვით განთავსება;
  • პროდუქციის ვადების მუდმივი კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ხაზის კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა