8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FD6MM2YX გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მიმტანი

სასტუმრო Hilton Batumi გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საუზმის ბუფეტისათვის საკვებისა და სერვისისთვის საჭირო ნივთების მომზადება და შევსება.

** სტუმრების თბილად მიღება/გამასპინძლება და მათთვის დახმარების გაწევა საუზმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებაზე.

** მაგიდების დროულად ალაგება და გაწყობა სუფთა და მყუდრო გარემოს შესანარჩუნებლად.

** ჭურჭლისა და აღჭურვილობის სუფთა, ხელმისაწვდომ და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისთვის პრობლემების შეტყობინება.

** გამოყენებული ჭურჭლისა და საკვები მოწყობილობების უსაფრთხო და ეფექტური გადატანა რეცხვით სივრცეში.

** სტუმრების შეკითხვებსა და მოთხოვნებზე დროული, პროფესიონალური და მეგობრული პასუხის გაცემა.

** Hilton-ის ვიზუალური სტანდარტების დაცვა, მათ შორის უნიფორმის ტარება, სისუფთავე და პირადი ჰიგიენა.

** სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ენერგიულობა;

** კომუნიკაბელურობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** დროის მენეჯმენტი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** მეგობრული გუნდი, ჯანსაღი სამუშაო გარემო და ძლიერი კორპორატიული კულტურა

** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;

** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;

** უფასო კვება;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;

** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";

** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;

** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton;

** ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო Hilton Batumi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის