Reporting Manager (SME)
სს „საქართველოს ბანკის“ SME მიმართულება აცხადებს ვაკანსიას Reporting Manager- ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობა და სხვადასხვა სახის რეპორტების აწყობა/მომზადება;
- არსებული რეპორტების კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
- რეპორტინგის პროცესების სტანდარტიზაცია, ერთიანი ლოგიკისა და მონაცემთა სისწორის დაცვა;
- სხვადასხვა მონაცემების მოძიებაში ჩართულობა, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირება რეპორტინგის მიმართულებით და შემდგომი იმპლემენტაცია;
- რეპორტინგის მოთხოვნების პრიორიტეტიზაცია შესაბამის მიმართულებებთან ერთად და შესრულების ვადების მართვა;
- რეპორტების/დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ პლატფორმის გამოყენებით, მათი პერიოდული გადახედვა და მონიტორინგი;
- რეპორტებში ასახული მონაცემების საფუძველზე ძირითადი ტენდენციებისა და საყურადღებო გადახრების გამოკვეთა;
- რეპორტების მოკლე კომენტარებით/მიგნებებით გამდიდრება დაინტერესებული მხარეებისთვის.
განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: რეპორტინგის მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები: - MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Power BI-ში რეპორტების/დეშბორდების შექმნის გამოცდილება;
- SQL-ის (PL/SQL) პრაქტიკული ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პარალელური ამოცანების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემების სიზუსტეზე მაღალი პასუხისმგებლობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.