უმცროსი Affiliate მენეჯერი
"iGaming" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Affiliate მენეჯერის თანამდებობაზე.
** ლოკაცია: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** გამოცდილება: არ არის აუცილებელი, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, გაყიდვებში ან პარტნიორულ მარკეტინგში.
** ინგლისური ენის ცოდნა: აუცილებელია (B2+/C1 დონე)
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენი კომპანია წარმოადგენს სწრაფად განვითარებად ბრენდს iGaming ინდუსტრიაში. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორული პროგრამების განვითარებაში.
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები?
** ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა - კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით (Email, Telegram, LinkedIn და ა.შ.)
** არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა - რეგულარული კონტაქტი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შეთავაზებების ოპტიმიზაცია - პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური შეთავაზებების შექმნა და მათი საჭიროებების გათვალისწინება
** შედეგების ანალიზი - კამპანიების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება
** გუნდის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა
რას ველით შენგან?
** ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია თავისუფლად კომუნიკაციისთვის (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
** მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
** პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი
** MS Office-ის ან Google Sheets-ის ცოდნა - (Excel-ის ძირითადი ფუნქციები იქნება პლიუსი)
** გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ცოდნა/გამოცდილება - სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი
** Igaming ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად
რას გთავაზობთ?
** კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
** გუნდური და პროფესიული მხარდაჭერა
** შესაძლებლობა იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
** ევროპის ყველაზე დიდ iGaming კონფერენციებში დასწრების შესაძლებლობა
თუ თვლი, რომ ეს როლი შენ გესადაგება, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გავეცნობით შენს კანდიდატურას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.