ხარჯთაღმრიცხველი
საერთაშორისო ქსელის მქონე ბრენდულ სარესტორნო კომპლექსში, რესტორანი "PANORAMA" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები
- რესტორნის ხარჯების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
- საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- პროდუქციის შესყიდვების, ფასებისა და დანახარჯების კონტროლი;
- სასაწყობე ნაშთებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
- ფაქტობრივი და თეორიული თვითღირებულების შედარება და ანალიზი;
- პროდუქციის კალკულაციების შემუშავება, გადამოწმება და პერიოდული განახლება შეფ-მზარეულებთან და საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
- პროდუქციის ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი;
- ყოველთვიური ანგარიშგების (Report) მომზადება და ანალიზი;
- ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემცირების გზების გამოვლენა.
ძირითადი მოთხოვნები
- სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენის (ინგლისური ან სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- 1C, StoreHouse და R-Keeper პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- Excel-ის ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში
- უზრუნველვყოფთ კვებას;
- გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- გექნებათ დამატებითი ბენეფიტები;
- გახდებით საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიული გუნდის წევრი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ: "PANORAMA - Cost Controller"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.