შიდა აუდიტორი
ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს.
ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციების სადებიუტო ემისია.
კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების პრინციპებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.nutrimax.ge
ნუტრიმაქსი აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
შიდა აუდიტორი დამოუკიდებლად და ობიექტურად აფასებს კომპანიის რისკებს, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას, მათ შორის დამტკიცებულ პოლიტიკებთან შესაბამისობას. იგი ავლენს მნიშვნელოვან რისკებსა და ხარვეზებს, შეიმუშავებს გაუმჯობესების რეკომენდაციებს და აუდიტის კომიტეტსა და სამეთვალყურეო საბჭოს აწვდის დამოუკიდებელ შეფასებებს. დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტორს უნდა ჰქონდეს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა აუდიტის კომიტეტთან და წვდომა აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციაზე, დოკუმენტებსა და თანამშრომლებთან.
ვაკანსიის შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/yrL0F
გისურვებთ წარმატებას!