7811 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FFKWR6Z4 გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

ექსპორტის სტაჟიორი

ენგადი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული შეკვეთების მიღება/პროგრამული ასახვა, სტატუსების შეცვლა და კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით; - პარტნიორებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი წარმოების შესახებ; - კონტრაქტებისა და მათი თანმხლები სხვა დოკუმენტაციის ატვირთვა საერთო ბაზაში/მათი ადმინისტრატორისათვის გადაგზავნა;შეფუთვის სიების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკორექტირება; - შეკვეთების მიწოდების ვადების კონტროლი; - 6 თვიანი და წლიური გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღება, მონაცემების დამუშავება და განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი განყოფილებისათვის გადაგზავნა; - დებიტორული დავალიანებების კონტროლი; - საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცისა და რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; - სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; - სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება; - MS Office ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების (B1) დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები - დეტალებზე ორიენტირებული - მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - ანალიტიკური უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ენგადი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა