სამუშაოთა მწარმოებელი
"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას: სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებას, მიმდინარე სამუშაოების კალენდარული გეგმის შემუშავებას, სამუშაო რესურსების განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, დაქვემდებარებული პირებისათვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
** სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი, კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი, დროული გამოყენებისა და დაქვემდებარებულ პერსონალზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა- კონტროლი;
** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფორმა 2, ფორმა 3, ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების უწყისების (ვარიაცია) მომზადება საჭიროების შემთხვევაში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სექტორში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური.
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.