9004 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FGVSEC2B გამოქვეყნდა 1 ოქტ 10 ნახვა

ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი

ადეიშვილის კლინიკა გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოსპიტლის ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო გადაადგილება;
  • სამსახურებრივი ავტომობილის მართვა ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად;
  • მცირე სამეურნეო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ნათურების, საკეტის და მსგავსი ელემენტების შეცვლა/შეკეთება)
  • შენობისა და ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • ავარიული და წვრილმანი დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა პოზიციის შესაბამისი დავალებების შერულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმოვა და ავტომობილისი მართვის გამოცდილება;
  • ტექნიკური და სამეურნეო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ადეიშვილის კლინიკა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა