8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FH051XW5 გამოქვეყნდა 29 სექ 27 ნახვა

მაგთიკომი

მაგთიკომი

ინჟინერ-ტექნიკოსი

მაგთიკომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, ბათუმი, ქედა, ქობულეთი.

ვაკანსიაზე შეუძლიათ მოგვმართონ როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა სპეციალისტებმა.

კომპანია თავად უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი სწავლების კურსს.

ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი, გამომუშავებული ბონუსის ჩათვლით, თვეში საშუალოდ 2000-2500 ლარი.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
  • ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
  • უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია.

სასურველია:

  • ტექნიკური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინჟინერ-ტექნიკოსი და შესაბამისი ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაგთიკომი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა