უმცროსი ექიმი რეანიმაციის განყოფილებაში
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე რეანიმაციის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
ჩვენთან მიღებული ერთ წლიანი გამოცდილების შემდეგ კანდიდატი მიიღებს კლინიკის შიდა რეზიდენტურაში ჩაბარების უპირატესობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- აკურატულობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 06.11.2026-მდე ელ. მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი რეანიმაციის განყოფილებაში".
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.