ადმინისტრატორი
სასტუმრო "ეიფელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დღის და ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მისამართი: ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ.39/4 სამუშაო საათები და ანაზღაურება შეთანხმებით. სტუდენტებისთვის საცხოვრებელი იქნება უზრუნველყოფილი
მოვალეობები: - სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება - ვიზიტორის რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით - შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება - სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების ცოდნა - ნომრების მზადყოფნის კონტროლი
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი
პიროვნული თვისებები: - მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა - კომუნიკაბელურობა - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მეშვეობით: ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.