← ყველა ვაკანსია

FHE753S8 გამოქვეყნდა 17 ნოე 18 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

იტა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

Website: http://www.ita.com.ge/ Facebook: https://www.facebook.com/ita.com.ge

კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით;
  • კომპანიის ავტონაწილების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების პროცესში ჩართულობა და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნებისა და შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება, დამუშავება და შესაბამისი მიმართულებებისთვის გაზიარება;
  • არსებული მომხმარებლების შემდგომი კომუნიკაცია (Follow-up) და მომხმარებელთა ბაზის განახლება;
  • მომხმარებელთა პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მენეჯერის დროული ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საავტომობილო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
  • ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები

  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პოზიტიური და პროფესიონალური დამოკიდებულება;

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების შესაძლებლობას საავტომობილო და გაყიდვების სფეროში;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 117 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შაბათი 10:00-15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა