ავტო სესხების ექსპერტი
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქ. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით; ** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში; ** სასურველია ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომანქანების შემოწმება-შეფასება (ავტომანქანების მოდელებისა და საბაზრო ღირებულების ცოდნის საფუძველზე); ** გარკვევა მომხმარებლების მოთხოვნებში, შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, ამ პროდუქტების უპირატესობის ახსნა; ** ავტო სესხის განაცხადის მომზადება, სესხის რეგისტრაცია და კომიტეტზე წარდგენა; ** საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზი; ** ჯანსაღი პორტფელის მართვა გაპრობლემურებისგან თავის დასაზღვევად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება; ** კომუნიკაბელურობა; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ** ენერგიულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ტრენინგებსა; ** კორპორაციულ ღონისძიებებს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/cAu5
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.