კარიერა findjobs.ge-ზე
findjobs.ge სწრაფად იზრდება. გაშვებიდან პირველ თვეში საიტზე 7900-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა 2800 კომპანიისგან, და ეს მხოლოდ დასაწყისია: ვაშენებთ სერვისს, რომელიც კომპანიებს კადრების პოვნაში ეხმარება და მაძიებლებს რეალურ სამსახურამდე მიჰყავს.
ახლა გუნდში ახალ ადამიანებს ვეძებთ. სამუშაო სრულად დისტანციურია, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.
რაში გვჭირდება დახმარება: - რეკრუტინგი: კანდიდატების მოძიება, გასაუბრება და შერჩევა ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის - გაყიდვები და პარტნიორობა: ურთიერთობა დამსაქმებლებთან და ახალი კომპანიების მოზიდვა - მხარდაჭერა და მოდერაცია: მომხმარებლების კითხვებზე პასუხი და განცხადებების ხარისხის დაცვა
როგორ ვმუშაობთ: - სრულად დისტანციურად, მოქნილი გრაფიკით - პატარა გუნდი, სადაც შენი შედეგი პირველივე კვირიდან ჩანს - სწრაფი გადაწყვეტილებები და პირდაპირი კომუნიკაცია დამფუძნებელთან
ვის ველოდებით: - პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლია - ქართული ენა აუცილებელია, ინგლისური ან რუსული დიდი პლუსია - გამოცდილება ყველა მიმართულებისთვის სავალდებულო არ არის: მთავარია ლოგიკა, სისწრაფე და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
გამოგვიგზავნე განაცხადი და მოკლედ მოგვიწერე, რომელი მიმართულება გაინტერესებს და რატომ შენ. ყველა განაცხადს ადამიანი კითხულობს და ყველას ვპასუხობთ.
ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე, მიმართულებისა და გამოცდილების მიხედვით.