8,996 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FKVWTT10 გამოქვეყნდა 25 სექ 6 ნახვა

კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა

საოპერაციოს ექთანი

კონსილიუმ მედულა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 26 ოქტ

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს საოპერაციო ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: ოპერაციის შემოსავლის 2%, მინიმუმ 2000 ლარი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ იმუშავებთ, მზრუნველ, კეთილგანწყობილ, გამოცდილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საოპერაციოში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშოების ჩატარება;
  • პაციენტის მომზადება საოპერაციო მანიპულაციებისთვის;
  • მანიპულაციის პროცესში ექიმის ასისტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან საშუალო სპეციალიზებული განათლება, ექთნის/მედდის კვალიფიკაციით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საოპერაციოს ექთნის პოზიციაზე;
  • დიპლომი - ექთნის კვალიფიკაცია.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium@ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციოს ექთანი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. "კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონსილიუმ მედულა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა