8371 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FM6MY76J გამოქვეყნდა 7 სექ 6 ნახვა

ფიოფიო

ფიოფიო

გაყიდვა-მიწოდების აგენტი

ფიოფიო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ფიო-ფიო" აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვა-მიწოდების აგენტის პოზიციაზე:

"ფიო-ფიო" არის ბავშვებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი საბავშვო ყუთები, რომლებიც აერთიანებს, როგორც სათამაშოებს, ასევე შემეცნებით აქტივობებს

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი;
  • სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი;
  • ოფისის მისამართი: ნუცუბიძის N14
  • ანაზღაურება 1400ლ+ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის პროდუქციის (ბავშვთა სათამაშო ყუთების) მიწოდება საკუთარი ავტომობილით იმ ობიექტებსა და ქსელებში, სადაც "ფიო-ფიო"-ს პროდუქტი უკვე რეალიზდება; - TT მიმართულების ახალი ობიექტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, პროდუქტის შეთავაზება და ახალი წერტილების ათვისება;

  • არსებული TT ობიექტების მონიტორინგი და დროული ვიზიტები;
  • TT ობიექტებიდან ნაღდი თანხის მიღება და კომპანიის ბალანსზე სწორი/დროულად ასახვა;
  • მიწოდების პროცესის დოკუმენტირება და მარტივი ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე 5 ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვა-მიწოდების აგენტი და თბილისი.

კომპანია "ფიო-ფიო"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ფიო-ფიო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფიოფიო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის