Motion დიზაინერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ Motion დიზაინერს და მისი ფუნქციები იქნება:
- ვიდეომასალის მონტაჟი სხვადასხვა პლატფორმისთვის (სოციალური მედია, სატელევიზიო რეკლამები, კორპორატიული ვიდეოები);
- ვიზუალური და აუდიო ეფექტების დამატება, ფერების კორექცია, ვიდეოს დინამიკურობის გაუმჯობესება;
- ბრენდის სტილის დაცვა ვიდეო კონტენტში;
- შემოქმედებითი მიდგომა და ინოვაციური იდეების შეთავაზება;
- ვადების დაცვა და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- After Effects და Premiere Pro მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.