გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FMV8XETX გამოქვეყნდა 13 ნოე 7 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი (გამყიდველების მოზიდვა) / Sales Manager

Amazing Marketplace

Amazing Marketplace

Amazing Marketplace გარე განცხადება
₾1200–1800 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

−32% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,219 ₾ · 142 განცხადება

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 14 დღე) ბოლო ვადა: 27 ნოე

Amazing.ge — ახალი ქართული ონლაინ მარკეტპლეისი, სადაც მაღაზიები, ბრენდები და მეწარმეები საკუთარ პროდუქციას ყიდიან. ვეძებთ ენერგიულ და თავდაჯერებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ახალ გამყიდველებს მოიზიდავს პლატფორმაზე.

მოვალეობები

  • გამყიდველების ბაზაზე ყოველდღიური ზარები
  • Amazing.ge-ის შესაძლებლობების და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია
  • გამყიდველების დაინტერესება და რეგისტრაციაში დახმარება
  • კომუნიკაცია ელ-ფოსტით და მესენჯერებით, შეხვედრების დანიშვნა და ჩატარება
  • ახალი გამყიდველების მხარდაჭერა პირველ ეტაპზე (პროდუქციის განთავსება)
  • კლიენტებისა და შედეგების აღრიცხვა (CRM / Google Sheets)
  • ყოველკვირეული ანგარიში

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება — სავალდებულო
  • უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის ან სამართლის (იურიდიული) განათლების ან გამოცდილების მქონე კანდიდატებს, ასევე გაყიდვებში წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანებს
  • დამაჯერებლად და არგუმენტირებულად საუბრის, მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • თავდაჯერებულობა, შეუპოვრობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური — უპირატესობაა
  • კომპიუტერის თავისუფლად ფლობა (ელ-ფოსტა, Google Sheets)
  • ონლაინ ვაჭრობის გაგება — უპირატესობაა

გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს ყოველ მოზიდულ აქტიურ გამყიდველზე
  • სწავლებას და პლატფორმის სრულ გაცნობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში
  • მეგობრულ გუნდს

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 სამუშაო ადგილი: ბათუმი, ოფისში გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV hr.ge-ის მეშვეობით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა