ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტი
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი.
ძირითადი მოვალეობები:
- აკადემიის საფინანსო, საბუღალტრო და შესყიდვების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
- აკადემიის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შედგენა, კორექტირება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
- საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა RS.ge-ზე;
- თანამშრომელთა შრომის/მომსახურების ანაზღაურების, საშემოსავლო და საპენსიო ვალდებულებების მართვა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და შესაბამის პორტალზე წარდგენის უზრუნველყოფა;
- შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
- აკადემიის აქტივებისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
- ხელშეკრულებების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადარიცხვების მონიტორინგი;
- ფინანსური მდგრადობის შეფასება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
- ფინანსური ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- RS.ge-ს პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო ადგილი: მარნეული, 26 მაისის ქ. №80.
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ნომერი თამარი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.