ბარმენი
"Snap Fitness Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლების მიხედვით - 09:00-დან 15:45-მდე და 15:45-დან 22:30-მდე.
მისამართი: 72ა ილია ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე პლაზა.
ანაზღაურება: ფიქსირებული, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: ენერგიული და კომუნიკაბელური.
ჩვენ გთავაზობთ: სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.