პროექტების მენეჯერი
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, პროექტის მიზნების, მოცულობისა და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება; - პირველადი კომერციული შეთავაზებებისა და საპროექტო წინადადებების მომზადება, ტექნიკურ და ფინანსურ გუნდებთან თანამშრომლობით; - მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების პროცესის განხორციელება, ტენდერებში მონაწილეობის ორგანიზება და კოორდინაცია, კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა; - პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავება, მათ შორის სამუშაო გრაფიკის, ეტაპების, რესურსების, ტექნიკური სპეციფიკაციების, ბიუჯეტისა და საკვანძო ვადების განსაზღვრა; - მის პასუხისმგებლობაში არსებული პროექტების ადმინისტრირება და შესრულების პროცესის მართვა პროექტის დასრულებამდე; - პროექტის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი, შესრულების პროგრესის შეფასება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი მხარეების დროული ინფორმირება. - პროექტში ჩართული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნით; - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა; - პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა, ასევე პერიოდული ანგარიშგების წარდგენა შესაბამისი დეპარტამენტებისა და მენეჯმენტისთვის; - პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა, მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შეთანხმებების, ოქმებისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების მომზადების, შეთანხმებისა და შესაბამის დეპარტამენტებში დროული გადაცემის უზრუნველყოფა; - პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მასალებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია, მარაგების, ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის პროცესების გათვალისწინებით; - ტექნიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების მოთხოვნების დამუშავების, შესაბამის პროგრამულ სისტემაში ასახვისა და ობიექტზე დროული მიწოდების კოორდინაცია; - ტექნიკურ, საწყობის, ლოჯისტიკის, შესყიდვების, იმპორტის, ფინანსებისა და ბუღალტერიის დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით; - პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია, მათ შორის ფორმა №2-ის, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პროექტის დახურვის სრული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. - პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების შეფასება, მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. - უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ფინანსების, პროექტირების ან/და მსგავსი მიმართულებებით); - პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო ან/და საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; - პროექტების მართვის ცოდნა, დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება; - კომპიუტერული და საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები); - ტექნიკური და პროექტის ნახაზების წაკითხვის უნარი; - ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა (სასაუბრო და წერითი უნარები); - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; - პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კორპორატიული ნომერი; - თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა; - კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off); - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/HNW7y
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.