პროექტების ტექნიკური მენეჯერი
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
ძირითადი მოვალეობები: - ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა ფუნქციების განაწილება და შესრულებული სამუშაოების შეფასება; - მომხმარებლის ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი, პროექტის ტექნიკური კონცეფციის შემუშავება და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებების განსაზღვრა; - პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა პროექტის ყველა ეტაპზე; - საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და სპეციფიკაციების განხილვა, ანალიზი, შესაბამისობის შეფასება და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა; - პროექტებისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური რესურსების განსაზღვრა, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და შესყიდვების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; - პროექტებში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტექნიკური შესაბამისობის შეფასება და ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში; - სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური სტანდარტებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა; - ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება; - კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური შეფასება, მიღება და შესაბამისობის დადასტურება; - პროექტების მენეჯერთან, შესყიდვების, ლოჯისტიკის, საწყობის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით; - ტექნიკური ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების განაწილება, შესრულების მონიტორინგი, პროფესიული მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა; - ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო/საინჟინრო ნორმების დაცვის ხელშეწყობა; - შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფორმა №2-ის ტექნიკური ნაწილის გადამოწმება; - ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; - ტექნიკური ანგარიშების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; - სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - უმაღლესი განათლება ინჟინერიის, სამშენებლო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში; - ტექნიკურ მენეჯერის, მთავარი ინჟინრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო და/ან საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და საპროექტო მასალების წაკითხვის უნარი; - პროექტების მართვის, დოკუმენტბრუნვისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები); - ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კორპორატიული ნომერი; - თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა; - კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off); - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/HNyFD
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.