პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

FQ6DKXEH გამოქვეყნდა 10 ნოე 18 ნახვა

ფარშის მორევის სპეციალისტი

კორიდა გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას.

ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ფარშის მორევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ანაზღაურება: 1670 (ერთი ათას ექვსას სამოცდაათი ლარი) ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამუშაო დღის დასაწყისში, კუტერის გარეცხვა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა.
  • პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე სხვადასხვა წონის ფარშისა და სანელებლების მორევის დანადგარში განთავსება და დანადგარის ჩართვა;
  • გეგმის მიხედვით, პროდუქციის აპარატში მოთავსება და რეცეპტურის მიხედვით დამუშავება;
  • დამუშავებული პროდუქტის მწონავისათვის მიწოდება;
  • სამუშაო დღის ბოლოს აპარატის გარეცხვა, გასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 დეკემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა