8950 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FQFMS5E7 გამოქვეყნდა 26 სექ 8 ნახვა

ბათუმი ინვესტმენტი

ბათუმი ინვესტმენტი

არქიტექტორი

ბათუმი ინვესტმენტი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
₾5000 / თვეში ბოლო ვადა: 27 ოქტ

სამშენებლო კომპანია შპს "ბათუმი ინვესტმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
  • ანაზღაურება: 5, 000 ლარი;
  • პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა;
  • ადგილმდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, ხიმშიაშვილის ქ #1.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
  • მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
  • სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება 41-ე დადგენილება და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
  • ბინების დიზაინის და მუშა ნახაზების მომზადება;
  • მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
  • არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
  • სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
  • მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა;
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, განაცხადები თქვენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბათუმი ინვესტმენტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა