9757 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FQSGB2QX გამოქვეყნდა 22 ოქტ 11 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ოსტეო დენტაშოპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,950 ₾ · 455 განცხადება ბოლო ვადა: 23 ნოე

გსურთ იმუშაოთ სტომატოლოგიის სფეროში, წარმოადგინოთ საერთაშორისო ბრენდები და თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს შემოსავალსა და კარიერულ განვითარებაზე?

"ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ სამედიცინო წარმომადგენელს თბილისში.

რას გააკეთებთ:

  • ყოველდღიურად შეხვდებით ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს;
  • წარადგენთ კომპანიის სტომატოლოგიურ პროდუქტებსა და თანამედროვე გადაწყვეტილებებს;
  • დაამყარებთ გრძელვადიან და სანდო ურთიერთობებს ექიმებთან;
  • დაგეგმავთ და განახორციელებთ გაყიდვების აქტივობებს;
  • მოიძიებთ ახალ პარტნიორებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
  • იზრუნებთ არსებული მომხმარებლების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე;
  • მიიღებთ მონაწილეობას პროფესიულ ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.

ვის ვეძებთ:

  • ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა;
  • სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო ან გაყიდვების სფეროში;
  • კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური follow-up;
  • შედეგზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;
  • კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;
  • გაყიდვებზე დაფუძნებულ გამჭვირვალე და მზარდ ბონუსს;
  • ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
  • სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
  • მეგობრულ, მხარდამჭერ და წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე და საინტერესო სამუშაო გარემოს.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

თუ გსურთ, თქვენი კომუნიკაციის უნარი რეალურ პროფესიულ წარმატებად და მზარდ შემოსავლად აქციოთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სამედიცინო წარმომადგენელი".

ჩვენ შესახებ:

https://kbili.ge/ https://www.facebook.com/dentashopgeo

გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, სწორედ თქვენ გახდეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრი!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა