ოფისის დიასახლისი
Georgia Green Home აცხადებს ვაკანსიას — ოფისის დიასახლისი
კომპანია: Georgia Green Home სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 08:30–18:30, ორსაათიანი შესვენებით სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი პოზიცია: ოფისის დიასახლისი
ენები: ქართული, ინგლისური
ვეძებთ პასუხისმგებელ, მოწესრიგებულ და სანდო თანამშრომელს ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები: - ოფისის ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება; - სამუშაო სივრცეების, სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება; - ნაგვის დროული გატანა; - სამზარეულოსა და საყოფაცხოვრებო ნივთების სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება; - დღის განმავლობაში ოფისში სისუფთავის შენარჩუნება; - კომპანიის შიდა წესებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სალაპარაკო ინგლისური ენის ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სისუფთავისა და წესრიგისადმი ყურადღება; - პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება;
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - ხუთდღიან სამუშაო კვირას; - დროულ ანაზღაურებას; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.