8830 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FRFDAM0B გამოქვეყნდა 10 სექ 16 ნახვა

Studio 9:16

Studio 9:16

ექაუნთ მენეჯერი

Studio 9:16 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1500–2500 / თვეში ბოლო ვადა:

Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენტს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე.

თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა!

რას გააკეთებ შენ:

** შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ** კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და "სტატუს ქოლების" ორგანიზება. ** პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების "თასქებად" ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში. ** Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის მენეჯმენტი : ლოკაციების/რეკვიზიტების შეთანხმება კლიენტთან, კომუნიკაცია სპიკერთან და კონტენტის გუნდთან ** დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი). ** რისკების მართვა: პროცესში არსებული "ბოთლნექების" (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

რა მოგეთხოვება:

** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში). ** ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი). ** სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი. ** კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

** Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი. ** Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ** ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება. ** დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500-დან 2500 ლარამდე (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ** შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში. ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი, 3 დღე ოფისი/2 დღე ონლაინ

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1U_mMBiTHxI6be_4ZcbIKZufhshpVjOKntlYP2LKWg5c/edit

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Studio 9:16
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა