აღმასრულებელი დირექტორი - ჯეო ორგანიკსი
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა ,,შპს ჯეო ორგანიკსი“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო ლურჯი მოცვის წარმოება და რეალიზაციაა.
,,შპს ჯეო ორგანიკსი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პერიოდული მივლინებები თბილისში. სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ძირითადი მიზანია: - კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა. მათ შორის გუნდთან ერთად აგროტექნიკური გეგმის შემუშავება. - ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, როგორიცაა - პერიოდულად სარწყავი არეხების, გზების და ბაღის ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლის ზედამხედველობა. - კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა - პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებული აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება, კრეფის ორგანიზება. საერთაშორისო გამოცდილებისა და უახლესი სტანდარტების გაცნობა (მათ შორის პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით) და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა. - კომპანიის გუნდის მართვა. - კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიის, ბიოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობით. - 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო საქმიანობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში, მათ შორის სასურველია გამოცდილება კვების პროდუქტების ან/და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. - გუნდის მართვის გამოცდილება. - ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა შეავსოთ მოცემული ველები ბმულზე: https://icrcorp.selfrecruit.ge/ba5aebf6-a718-4a00-8d55-4900b81b7791
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.