9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FSMNE5MB გამოქვეყნდა 12 ოქტ 41 ნახვა

ფიზიოთერაპევტი, ერგოთერაპევტი -დასაქმება გერმანიაში

MyTalent.io გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე

ფიზიოთერაპევტი და ერგოთერაპევტი (ოკუპაციური თერაპევტი) — დასაქმება გერმანიაში

Mytalent.io ეძებს საქართველოში მცხოვრებ კვალიფიციურ ფიზიოთერაპევტებსა და ერგოთერაპევტებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში გადასვლა და საკუთარი პროფესიით გრძელვადიანად მუშაობა.

განაცხადის წარდგენისას გერმანული ენის ცოდნა და დიპლომის გერმანიაში აღიარება არ არის საჭირო.

ვის ვეძებთ:

  • გაქვთ ფიზიოთერაპიის ან ერგოთერაპიის მიმართულებით დასრულებული, საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
  • მზად ხართ გერმანიაში გადასასვლელად, გერმანულის B2 დონემდე შესასწავლად და კურსებზე რეგულარულად დასასწრებად.
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 38 წლის ჩათვლით კანდიდატებს.

მხოლოდ მასაჟის მოკლევადიანი კურსის დასრულება საკმარისი კვალიფიკაცია არ არის.

რას გთავაზობთ:

  • გერმანიაში შესაბამისი დამსაქმებლის მოძიებას;
  • დამსაქმებლის პოვნის შემდეგ გერმანული ენის კურსების დაფინანსებას B2 დონის ჩათვლით, B2 გამოცდისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების ხარჯების დაფარვას;
  • სავიზო საკითხებში მხარდაჭერას.
  • ჩვენი მომსახურება კანდიდატებისთვის უფასოა — დასაქმებაში შუამავლობისთვის არაფერს იხდით.

როგორ მიმდინარეობს პროცესი:

  • გვიგზავნით რეზიუმეს და ვეცნობით ერთმანეთს.
  • ვეძებთ შესაბამის დამსაქმებელს — გერმანული ენის ცოდნის გარეშეც.
  • დამსაქმებლის პოვნის შემდეგ ვაფინანსებთ ენის სწავლასა და გამოცდას.
  • ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს გერმანიაში პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.

პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს დასაქმების ან ვიზის მიღების გარანტიას.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ან გერმანულ ენაზე და დიპლომის სურათი: https://career.mytalent.io/physiotherapist-job-in-germany-geo/#Formular

გსურთ გერმანიაში პროფესიული მომავლის შექმნა?

სიამოვნებით გავეცნობით თქვენს რეზიუმეს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა