9351 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FV6GN7KS გამოქვეყნდა 27 ოქტ 18 ნახვა

კლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი

ფოთი ტრანსტერმინალი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

  • პოზიცია: კლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
  • ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
  • სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
  • შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან ფინანსები).
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B/B2C გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობისა და აღრიცხვის სფეროში (მათ შორის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვის / ხელმძღვანელ პოზიციაზე).
  • რუსული და ინგლისური ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
  • პროგრამული უნარები: CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია Power BI-ს ფლობა).
  • უნარები: აქტიური გაყიდვების უნარები, მოლაპარაკებების წარმოება, ანალიტიკური აზროვნება და ლიდერული თვისებები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება.
  • ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და გარიგებების დახურვა.
  • Cross-sell & Up-sell: არსებულ კლიენტებთან მუშაობა მათთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შესათავაზებლად.
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა (ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები).
  • კამპანიების ფარგლებში შემოსული ლიდების (პოტენციური კლიენტების) სწრაფი დამუშავება და მათი კონვერტაცია გაყიდვებში.
  • კლიენტთა ბაზის სრული მართვა, მონაცემთა სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
  • ინვოისების, მიღება-ჩაბარების და შედარების აქტების დროული მომზადების უზრუნველყოფა და გაგზავნა.
  • კლიენტებთან ურთიერთანგარიშსწორების, ნაშთებისა და დებიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი და მართვა.
  • პრობლემური შემთხვევების, საჩივრებისა და გაუგებრობების ოპერატიულად მოგვარება.
  • ჯგუფის წევრებს შორის მომსახურებისა და აღრიცხვის ამოცანების გადანაწილება.
  • ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება ხელშეკრულებების, გაყიდვების დინამიკის, შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.

პირადი უნარ-ჩვენები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ნოემბერი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა