დნობის ღუმელის ოპერატორი
პს საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დნობის ღუმელის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88, თიზ-ის ტერიტორია სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; საწარმოო საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობა. ანაზღაურება: 1500 ლარი 1 თვის მანძილზე, ანაზღაურება გაიზრდება სამუშაო პროცესის შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისად 1800ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები - სხვადასხვა სახის ნედლეულის დნობის ღუმელში ჩატვირთვა და დადგენილი ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად დნობა; - გამლღვალი მასის მორევა და დნობის პროცესის მიმდინარეობის კონტროლი; - ღუმელში დაგროვილი ნარჩენებისგან გაწმენდა; - მომზადებული გამლღვალი მასის ჩამომსხმელი ოპერატორისთვის გადაცემა; - დნობის პროცესის უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად შესრულება; - სამუშაო ადგილისა და დანადგარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - შრომის უსაფრთხოების წესებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; - სამუშაოსთან დაკავშირებული ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
მოთხოვნები - პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი დონე; - ყურადღებიანობა და ტექნოლოგიური პროცესის ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი; - ფიზიკური დატვირთვისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა; - საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი; - მეტალურგიულ ან სხვა საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ღუმელთან, დნობის პროცესთან ან საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ახალი სამუშაო პროცესის სწავლისა და ათვისების სურვილი; - შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ სამუშაოს; - ორშაბათი–პარასკევის სამუშაო გრაფიკს; - სამუშაო დროს 09:00–18:00; - საწყის ანაზღაურებას — 1500 ლარს;
სამუშაო პროცესის შესწავლისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
შენიშვნა: სამუშაო ადგილის მდებარეობისა და ცვლური/ღამის გრაფიკის შესაძლო საჭიროებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ქუთაისში ან სამუშაო ადგილთან ახლოს მცხოვრებ კანდიდატს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.