9778 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FX8QN2HS გამოქვეყნდა 23 ოქტ 24 ნახვა

საოპერაციო მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

კომპანია აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისა და მენეჯერების საქმიანობის ორგანიზება, კონტროლი და შეფასება;
  • სამუშაო გრაფიკების, თანამშრომელთა გამოცხადებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული ჩანაცვლების კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმების შესრულების მონიტორინგი და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • არსებული პარტნიორების პორტფელის მართვა, საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და ფასების, შეკვეთის მოცულობების, გადახდისა და მოწოდების პირობების შეთანხმება;
  • საიმპორტო ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომერციული შეთანხმებების შესრულების კოორდინაცია;
  • გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, დასახული მიზნების შესრულება და შედეგების მონიტორინგი;
  • საიმპორტო ბაზრების, კონკურენტული გარემოს, ფასებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • შეკვეთის დაფიქსირებიდან პროდუქციის საბოლოო მირებამდე პროცესის კოორდინაცია და საიმპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • წარმოების, ლოგისტიკის და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და ბიზნესის განვითარების შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
  • გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
  • მომხმარებელთა შეფასებებისა და საჩივრების ანალიზი, პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია, ეფექტიანობის გაზრდა და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მფლობელის ჩართულობის შემცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
  • რუსული ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საერთაშორისო გაყიდვების ან იმპორტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #41
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ვის ვეძებთ?

ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და ისეთი სამუშაო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დიასახლისი

Oompa Loompa თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
22 ოქტ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

რუქების ოპერაციების სპეციალისტი, მგზავრების გადაზიდვა

ახალი
Bolt თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
₾2120 23 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა