პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

FXKKZ70W გამოქვეყნდა 12 ნოე 14 ნახვა

ადმინისტრატორი

Steps Batumi Hotel and Suites

Steps Batumi Hotel and Suites

Steps Batumi Hotel and Suites გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 დეკ
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი გრაფიკი: 12 საათიანი 2/2

ძირითადი მოვალეობები

  • აპარტ-სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
  • აპარტ-სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
  • სტუმრებთან ეფექტური კომინიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
  • აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აპარტ-სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
  • კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ადმინისტრატორი; გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის დეკემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა